სტაჟირებაGenerative AIDesigner-ის პოზიციაზე
ეძებ შესაძლებლობას, სადაც შენს კრეატივსა და უახლეს ტექნოლოგიებს რეალურ პროექტებში გამოიყენებ? შემოგვიერთდი Looper Agency-ის გუნდში.

სტაჟირების მიზანი
რას მიიღებ სტაჟირებისგან
სტაჟირების პროგრამის მიზანია დაგეხმაროს გენერაციული AI დიზაინის მიმართულებით პრაქტიკული უნარების განვითარებაში.
პროგრამა ანაზღაურებადია და 3 თვის განმავლობაში აერთიანებს როგორც სწავლებას, ისე პრაქტიკულ მუშაობას. სტაჟირების განმავლობაში იმუშავებ მენტორის მხარდაჭერით, მიიღებ რეგულარულ უკუკავშირს და ეტაპობრივად ჩაერთვები რეალურ პროექტებში.
ძირითადი მოვალეობები
სტაჟირების განმავლობაში ჩაერთვები
- იმუშავებ სხვადასხვა ბრენდის ციფრული არხებისთვის განკუთვნილ ვიზუალურ მასალებზე და შექმნი მაღალი ხარისხის კონტენტს გენერაციული AI მოდელების დახმარებით.
- დააგენერირებ ციფრულ მარკეტინგულ მასალებს — სოციალური მედიის პოსტები, სარეკლამო ბანერები, ვებსაიტის ვიზუალები — AI ინსტრუმენტების (Nano Banana, Flux და სხვ.) გამოყენებით.
- შეიმუშავებ, დატესტავ და დახვეწ პრომპტებს თითოეული ბრენდის ინდივიდუალური სტილისა და ესთეტიკის შესაბამისად.
- მარკეტინგის გუნდთან ერთად მიიღებ მონაწილეობას ახალი ვიზუალური კონცეფციების (Art Direction) ძიებასა და იდეების ვიზუალიზაციაში.
- მიღებულ შედეგებს სხვადასხვა ციფრული პლატფორმის ფორმატებსა და მოთხოვნებს მოარგებ.
ვის ვეძებთ
აუცილებელია გქონდეს
- გენერაციულ AI მოდელებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება, ან ამ მიმართულებით განვითარების ძლიერი მოტივაცია.
- დიზაინის ფუნდამენტური პრინციპების კარგი აღქმა — კომპოზიცია, ფერების თეორია, განათება.
- მრავალფეროვან ვიზუალურ სტილში მუშაობის უნარი, რომ გაგიმარტივდეს განსხვავებული ვიზუალური იდენტობის მქონე ბრენდებთან შეხება.
- შემოქმედებითი აზროვნება და დეტალების მიმართ ყურადღება.
უპირატესობად ჩაითვლება
- Photoshop-ის ან სხვა ტრადიციული გრაფიკული პროგრამის საბაზისო ცოდნა — მცირე კორექტირებებისთვის (მთავარი სამუშაო იარაღი AI იქნება).
- პორტფოლიო — გენერაციული AI-ით შესრულებული ნამუშევრები, ან თუნდაც სტანდარტულ გრაფიკულ პროგრამებში შექმნილი ნამუშევრები, სადაც გამოჩნდება შენი ხედვა.
რას გთავაზობთ
რას მიიღებ ჩვენთან
- 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას;
- რეალურ ბრენდებსა და მსხვილ კამპანიებზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას;
- გამოცდილ კრეატიულ გუნდთან მუშაობასა და პროფესიულ მენტორობას;
- რეგულარულ უკუკავშირს და განვითარების შესაძლებლობას;
- სივრცეს ექსპერიმენტებისთვის, ახალი იდეების გამოცდისა და კრეატიული ხედვის განვითარებისთვის;
- თანამედროვე სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში (საბურთალო);
- სასწავლო განრიგზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- მეგობრულ გუნდსა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- სტაჟირების დასრულების შემდეგ მიიღებ სარეკომენდაციო წერილს და გექნება რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი?
შერჩევის პროცესი და გამოხმაურება
შერჩევის პროცესი მოიცავს განაცხადების განხილვასა და გასაუბრებას. გამოაგზავნე CV და პორტფოლიოს ბმული, სადაც განთავსებულია შენი AI ან/და სხვა ვიზუალური ნამუშევრები, მისამართზე: info@looperagency.ge (მეილის subject-ში მიუთითე: Generative AI Designer - Internship). სურვილისამებრ 1-2 წინადადებით მოგვიყევი იმაზე, თუ რატომ გაინტერესებს ეს პოზიცია. გაითვალისწინე: პორტფოლიოში გვინდა დავინახოთ შენი შემოქმედებითი ხედვა და ნიჭი და არა იდეალური ცოდნა ან გამოცდილება.
წერილის სათაური
Generative AI Designer - Internship
